დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტებს 20,000 ლარის სახლები შეუძინა

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდა. მინისტრმა გურიის მხარის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად ეკომიგრანტების, მარინა ორმოცაძისა და აკაკი რუსიეშვილის ოჯახები მოინახულა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხსენებულ მოქალაქეთა ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სახლები ქალაქ ოზურგეთში შეუძინა. მარინა ორმოცაძე სოფელ შრომიდან, ხოლო აკაკი რუსიეშვილი სოფელ მერიიდან, ქალაქ ოზურგეთში ეკომიგრანტის სტატუსით წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. ორივე მათგანის სახლი მეწყერმა დააზიანა. ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ორივე ოჯახს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღუთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...