დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში, 40 დევნილ ოჯახს ბინა გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15-ერთოთახიანია, 15-ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართები, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 ათასამდე დევნილი ოჯახი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად