დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 175 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 101 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.
2020 წლის განმავლობაში, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ოჯახს განასახლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად