დევნილმა ახალგაზრდებმა უმცროს ბორჯღალოსნებს უქომაგეს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-არგენტინის რაგბის მატჩს დაესწრო. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 26:25 დაამარცხა.

საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები ჩემპიონატის ნახევარფინალურ თამაშებს უფასოდ დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური საჩუქრები გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად