“დევნილი, რომლის თვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს დახმარებას ვეღარ მიიღებს”

მთავრობის სხდომის დაწყებამდე დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილებისთვის შემწეობის გაცემის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დევნილი, რომლის თვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს შემწეობას ვეღარ მიიღებს. 

"არ მითქვამს, რომ გაზრდა იგეგმება, პირიქით ამაზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქართული არასამთვრობოებიც აყენებენ ინიციატივას, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ფოკუსირებული საჭიროებების მიხედვით და არ იყოს დამოკიდებული სტატუსი, ანუ ეს ნიშნავს, რომ დახმარება მიეცეთ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა ყველას განურჩევლად იმისა, ვინ მილიონერია და ვინ ღარიბია. ეს მოგვცემს საშუალებას, თუ ამ მეთოდზე გადავედით, გაიზარდოს გარკვეული კატეგორიისთვის და პირიქით შემცირდეს ან გაუქმდეს მეორე კატეგორიისთვის. ნაწილობრივ ეს რეფორმა უკვე განხორციელებულია, ნებისმიერი დევნილი, რომლის თვიური შემოსავალი აღემატება 1250 ლარს აღარ მიიღებს შემწეობას. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ ინიციატივას. ახლა ევროკავშირის დახმარებით ვატარებთ კვლევას და რა შედეგსაც მოგვცემს კვლელვა, რა რჩევებიც იქნება, იმის მიხედვით შეიძლება მოხდეს პოლიტიკის გატარება.

ჯერჯერობით კონკრეტულად ამ მიმართულებით არაფერი არ არის დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით ბიუჯეტში არანაირი დამატებითი ცვლილება არ იგეგმება. ჯერჯერობით ეს არის არასამთვრობოების ინიციატივა და ერთდერთი ჩვენ რაზეც წავედით არის, რომ კვლევას ვატარებთ ამ მიმართულებით. კვლევის შედეგები სამომავლო პოლიტიკაში შეიძლება აისახოს. ეს არანაირ გავლენას არ ახდენს 2016 წელს გასატარებელ პოლიტიკაზე, ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო",- განაცხადა სუბარმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...