დევნილებს ქვეყნის დატოვების ვადა სამ თვემდე ეზრდებათ, ისე, რომ დახმარება არ შეუჩერდებათ

პარლამენტმა მესამე მოსმენით (85 ხმა) „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც დევნილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, შემწეობის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული ვადის გაზრდას გულისხმობს.

ცვლილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, თუ დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დევნილის შემწეობა შეუწყდება.

მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ვადა 2 თვით არის განსაზღვრული. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს, ხშირია შემთხვევები დევნილის დახმარების შეწყვეტისა, დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად