დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

დევნილები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ამ ეტაპისთვის, მათი მთავარი მოთხოვნა მინისტრის კაბინეტში მოხვედრა და უშუალოდ მასთან გასაუბრებაა.

დევნილები სამინისტროს ფოიეში არიან შეკრებილნი და მინისტრს ელოდებიან.

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად