A1 ბანერი

დევიდ კრამერი: უკრაინა საქართველოს მსგავს ვითარებაშია, სადაც ტერიტორიები გარე ძალების მიერაა ოკუპირებული

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ უკრაინა საქართველოს მსგავს ვითარებაშია, სადაც ქვეყნის ტერიტორიები არასასურველი გარე ძალების მიერაა ოკუპირებული. როგორც მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რუსეთი უკრაინაში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

„ყირიმსა და დონბასში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უკრაინა იგივე ვითარებაშია, როგორშიც საქართველო, სადაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული არასასურველი გარე ძალების მიერ. მხოლოდ ეს ფაქტი უკვე წარმოადგენს არჩევნებში ჩარევას.

უკრაინაში არიან მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში და ეს შეცვლის შედეგებს. ჩარევაა ასევე უკრაინელების უფლებების შეზღუდვა განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, აირჩიონ საკუთარი ლიდერები.

2014 წლიდან დღემდე პუტინის ქვეშ რუსეთს მთელი რიგი აქტივობები არის სწორედ ჩარევა არჩევნებში“-განაცხადა დევიდ კრამერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...