დევიდ კრამერი: სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებზე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სანქცირებას ვემხრობი

სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებზე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სანქცირებას ვემხრობი, – ამის შესახებ ფლორიდის უნივერისტეტის პროფესორმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.

“კადრები, რაც ვიხილეთ თავზარდამცემი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ “ქართულმა ოცნებამ” იფიქრა, რომ ამის გამოქვეყნება კარგი აზრი იყო. ეს აჩვენებს ოპოზიციის დემორალიზაციის, სააკაშვილის დამცირების მცდელობას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას. ჩემთვის ეს ნათლად წარმოადგენდა ადამიანის უფლებების უდიდეს დარღვევას და საკმარისია გლობალური მაგნიტსკის სანქციების სიაში მოხვდნენ. ასე არავის არ უნდა მოექცე, მით უმეტეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.

დასავლეთმა უნდა გაიღვიძოს და უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ ვითარებაში. მე ვემხრობი ინდივიდუალურ სანქციებს და არა სანქციებს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. პირველ რიგში სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ისაა გადაწყვეტილების მიმღები. პრემიერი კი მის ბრძანებას ასრულებს, ამიტომ მასაც შევიყვანდი სანქციების სიაში. არ მგონია, სხვების სანქცირება საჭირო გახდეს, თუმცა შესაძლოა ის ხალხიც მოექცეს სანქცირების სიაში, ვინც სააკაშვილს ასე მოეპყრო, თუმცა ვფიქრობ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სანქცირება საკმარისი იქნება”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

“ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ პირველის” ეთერით გადაიცა.

კომენტარები
იტვირთება...