დევიდ ერეი: საერთო ჯამში იყო მშვიდი საარჩევნო დღე და არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ იყო დაფიქსირებული

“მე შემიძლია დავეთანხმო ჩემს კოლეგას ოდირიდან და აგრეთვე ევროპარლამენტიდან, რაც ჩვენ ვიხილეთ, საერთო ჯამში იყო მშვიდი საარჩევნო დღე და არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ იყო დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესის დროს დამკვირვებლების მიერ.” – ამის შესახებ ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლმა, დევიდ ერეიმ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

“რამდენიმე საარჩევნო უბანი შედარებით მცირე იყო და ზოგიერთ უბანზე იყო წარმოდგენილი მცირე რაოდენობა დამკვირვებლებისა, ზოგ ადგილას კი დიდი რაოდენობა და ეს აისახა ხმების დათვლის პროცესზე. ზოგიერთმა დამკვირვებელმა აგრეთვე შეგვატყობინა პერიმეტრის რადიუსის დარღვევის შესახებ საარჩევნო უბნის მიმდებარედ.

ტექნიკურ ნაწილზე რომ ვისაუბროთ, არჩევნების დღე იყო მშვიდ, წყნარ გარემოში და კარგად ორგანიზებული. თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე. პოლიტიკური გარემო ამ არჩევნების, ჩვენ კონგრესიდან შეგვიძლია მწუხარება გამოვხატოთ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერი იყო არასწორი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისთვის. რასაკვირველია, ამ არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი გამოწვევები და საერთო ეროვნული, პოლიტიკური სიტუაცია და ეს არ შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში. ორივეს – მთავრობას და ოპოზიციას გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ე.წ. ფეიკ ნიუსები სოციალურ ქსელში გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს გააჩნია პოლარიზების მოხდენის ეფექტი დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უმეტესობის ინტერესებში ეს არ შედის. ახლა გახლავთ დრო, რომ ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი გახლავთ ფუნდამენტური ამ მიმართულებით,” – განაცხადა დევით ერეიმ.

კომენტარები
იტვირთება...