Deutsche Welle: ძალადობის გამო, თბილისში „ღირსების მარში“ გაუქმდა

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა გააუქმეს ორშაბათის ღონისძიება ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმების გამო. ამის შესახებ DW წერს.

იმ დღესვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარშს “ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი” უწოდა.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა თავის მომხრეებს, მონაწილეობა მიიღონ პარაკლისში ლგბტქ დღესასწაულის წინააღმდეგ.

შეტევების სერიის შემდეგ, ორგანიზატორების ოფისების დარბევისა და ჟურნალისტებში მოტოციკლისტის შევარდნის შემდეგ, მსვლელობა გაუქმდა.

“ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ მჩაგვრელებით სავსე ქუჩებში, რომლებსაც მხარს უჭერს მთავრობა, საპატრიარქო და პრორუსული ძალები და რისკის ქვეშ დავაყენოთ ხალხს სიცოცხლე”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცების ჯგუფი აცოცდა ორგანიზატორების შენობაზე და შევიდნენ ოფისში, რომელიც დაარბიეს.

პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იძიებენ ინციდენტს, მათ შორის მედია ტექნიკის დაზიანებას კომპანიის ოფისებში.

აქციის მონაწილეები, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, ასევე ავიწროვებდნენ ჟურნალისტებს. Twitter-ზე გავრცელებულ ფოტოებზე ნაჩვენებია ჟურნალისტი რატი წვერავა, რომლის გამოყავანსაც ხალხიდან მღვდელი ცდილობს, მას შემდეგ, რაც იგი სცემეს და მაისური შემოაგლიჯეს.

პრაიდის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებმა 50-მდე ჟურნალისტს შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ორშაბათის ღირსების მარში კავკასიის ქვეყნებში პირველი პრაიდი უნდა ყოფილიყო.

გერმანიის დეპუტატმა მაიკლ როთმა Twitter-ზე გამოხატა სოლიდარობა საქართველოში ლგბტ თემების მიმართ და გამოუთქვა მხარდაჭერა მათ “ვისაც სურს მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური უფლება, იყოს თავისუფალი და განსხვავებული სხვებისგან”.

თბილისში ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “თავიდან აიცილოს ძალადობა” და “დაიცვას ყველას უფლებები და თავისუფლება”.

გასულ კვირას, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატებმა უკვე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჯგუფის უფლებები ქართულ საზოგადოებაში.

პრაიდის ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა სააგენტო France-Press, რომ პრობლემა იყო ექსტრემისტული ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფების არსებობა, მაგრამ “ჩვენ ვგრძნობთ მზარდ სოლიდარობას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.”

კომენტარები
იტვირთება...