DEUTCHE BANK-ის მოსკოვის ფილიალი, $6 მილიარდის საეჭვო ოპერაციებზე მოწმდება

Deutsche Bank-მა, 4 წლის წინ დაწყებული შიდა გამოძიების შესახებ განაცხადა. საუბარია საბანკო ოპერაციებზე, რომელთა ღირებულებამ შეიძლება 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს, – აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი წერს.

საქმე ეხება აღნიშნული ბანკის რუსული ფილიალის თანამშრომლების მონაწილეობას ფულის გათეთრების საქმეში.

Bloomberg-ის ინფორმაციის მიხედვით, “რუსეთის ბანკმა”, ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში ურჩია Deutsche Bank-ს, რომ აღნიშნული საქმის შესახებ გამოძიება დაეწყო. ამ ეტაპზე, საკრედიტო ორგანიზაცია, 2011-დან 2015 წლამდე ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს ამოწმებს.

“ჩვენ, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მიღების ერთგულნი ვრჩებით, რომელიც საეჭვო ქმედებების შესახებ ინფორმირებას გულისხმობს და დარღვევების შემთხვევაში, მკაცრად ვრეაგირებთ”, – აღნიშნულის შესახებ, Bloomberg-ს, ბანკის პრეს-სამსახურმა განუცხადა.

ასევე, ბანკის წარმომადგენლობის ცნობით, ბანკის მოსკოვის ფილიალიდან რამოდენიმე თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს მანამ, სანამ შიდა გამოძიებები არ დასრულდება.

ჯურნალი Manager Magazin, რომელმაც შიდა გამოძიებების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, წერდა, რომ მოწმდებოდა საეჭვო საბანკო ოპერაციები, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი ევროა.

5 ივნისს Bloomberg-ის წყაროთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საეჭვო ოპერაციების ღირებულებამ შეიძლება 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. გამოძიება გრძელდება, ხოლო ბანკის თანამშრომლების მონაწილეობის საკითხი ჯერ დადგენილი არაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად