დეტროიტში მღვდელმა, დისტანციის დაცვის მიზნით, ნაკურთხი წყალი სათამაშო პისტოლეტით მიაპკურა

“დეტროიტში მღვდელმა, დისტანციის დაცვის მიზნით, ნაკურთხი წყალი სათამაშო პისტოლეტით მიაპკურა” – ინფორმაციას ამის შესახებ theguardian-ი ავრცელებს. შემთხვევა, აღდგომის დროს მოხდა, თუმცა, ფოტოები დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელში.

პელკმა BuzzFeed News-თან საუბრისას განაცხადა, რომ წუხდა, თუ როგორ მიიღებდა ამ ამბავს ვატიკანი, თუმცა ამ დრომდე მათგან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა.

ფაქტის ამსახველი ფოტოები თავდაპირველად წმინდა ამბროსის ეკლესიამ გაავრცელა. ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ ასხურებს მღვდელი ტიმოთი პელკი ნაკურთხ წყალს მანქანაში, რომელიც ეკლესიასთან ახლოს გაჩერდა. მღვდელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უკეთია ნიღაბი,პირბადე და დამცავი ხელთათმანები.

როგორც პელკი აცხადებს, ეკლესიამ და საზოგადოებამ ვირუსი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნია. მრევლმა მიჩიგანში კორონავირუსით დაღუპული თითოეული ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე ხეებს ლურჯი ლენტებიც გაუკეთა. ლენტების რაოდენობა 5 000-ს უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად