დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში ტელეკომპანია “პირველის” კამერა დააზიანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, საკანონმდებლო ორგანოში, ტელეკომპანია ” პირველის” კამერა დააზიანა.

ტვ “პირველის” ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი, დეპუტატს ეკითხებოდა, რატომ გააცდინა გუშინ პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინათ და იცოდნენ თუ არა ამის შესახებ კოლეგებმა.

სავარაუდოდ დეპუტატი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიაზიანა და ტვ “პირველის” კუთვნილი კამერას ხელით შეეხო, რა დროსაც გადამღები დაზიანდა. თუმცა, ოპერატორის ინფორმაციით, პრობლემა გამოსწორდა და ამდროისთვის ტვ “პირველის” ჯგუფი, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად