დეპუტატი თენგიზ გუნავა პარლამენტში ჩხუბის გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი თენგიზ გუნავა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო ბოდიშს იხდის.

როგორც თენგიზ გუნავამ ჟურნალსიტებს განუცხადა, მისი და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დაპირისპირება პირად საკითხს ეხებოდა.

“პირადულია და ამაზე არც მსურს საუბარი. საზოგოდოებას ბოდიშს ვუხდი თუ ეს კადრი ნახა,”- განაცხადა თენგიზ გუნავამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ, თენგიზ გუნავასა და “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად