ალექსანდრე ერქვანიას საკანონმდებლო ინიციატივა: ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა აიკრძალოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა აიკრძალოს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში მომზადებული შესაბამისი ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

ამასთან პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, კანონპროექტით აიკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.

„სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას მძლავრი ბერკეტები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. მას აკისრია ნეგატიური ვალდებულება, არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური კი ავალდებულებს, იზრუნოს სიცოცხლისთვის და არ დაუშვას სხვა პირთა მხრიდან მისი ხელყოფა.

კანონპროექტის არს წარმოადგენს სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა და იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან, ამ შემთხვევაში დაიცვას ბავშვთა სიცოცხლე მათი ჩასახვის მომენტიდან“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად