დეპუტატ ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო. 

აღნიშნულის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეტა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით,  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას გულისხმობს.

ცნობისთვის: ენზელ მკოიანის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად