“დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი გაზპრომია – დამთავრდა, ეს არის ფორმულა”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაში შექმნილი დეფიციტის შევსების ერთადერთი წყარო არის "გაზპრომი".

მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს შეუძლია მხოლოდ 7 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუძლია, საქართველოს კი 11 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა სჭირდება.

„ეს არ არის ის, რომ დადე ხელშეკრულება და გაზპრომზე ჩამოეკიდე. ეს არის 4 თვის განმავლობაში აუცილებელი დეფიციტის შევსებაზე ხელშეკრულება. აზერბაიჯანმა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მივაწოდოთ 6 მილიონი კუბური მეტრი დღეში და ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ 6 მილიონი 7 მილიონამდე. ჩვენ გვჭირდება 11. ამ საკითხთან დაკავშირებით, დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის გაზპრომი – დამთავრდა, ეს არის ფორმულა,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...