დეფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი ავტოავარიაში დაიღუპა

ე. წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ავტომობილის მძღოლი, რომელიც დეფაქტო ხელისუფლების გენერალურ პროკურორს მერაბ ჩიგოევს დაეჯახა. როგორც Interfax.ru წერს, ჩიგოევი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ცხინვალში, სტალინის ქუჩისა და ანა ჯიოევას პროსპექტის გზაჯვარედინზე მოხდა.

მერაბ ჩიგოევი დეფაქტო ხელისუფლების ყოფილი ვიცეპრემიერის ალა ჯიოევის შვილის ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც სახლში ბრუნდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება, თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად