დეოკუპაციის საკითხებითან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ხურჩაში, ფახულანსა და განმუხურში იმყოფებოდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებითან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე სოფლებში – ხურჩაში ფახულანში და განმუხურში იმყოფებოდა.
როგორც ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კომისიის ვიზიტის მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობაა.
მისი თქმით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მკაფიოდ ჩანს ის მძიმე ვითარება და არსებული ხელოვნული ბარიერები, რომლის დანიშნულებაც მოსახლეობის იზოლაციაა.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, საუკეთესო გამოსავალი ამ სიძნელის გადასახალახავად არის მშვიდობა, დეესკალაცია და შერიგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...