დენდროლოგიურ პარკთან „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

შეკვეთილში, ,,ნაციონალური მოძრაობის“გურიის ორგანიზაციის წევრები, დენდროლოგიურ პარკთან შეიკრიბნენ. „ნაციონალებმა“ საქართველოს მესამე პრეზიდეტის, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოთხოვეს.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დიდ დროს ატარებს და შესაძლოა ასე მიაწვდინონ ხმა.

შეკრებილებმა ასფალტზე საპროტესტო წარწერების დატოვება სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს და სიტუაცია მალევე განიმუხტეს.

„იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ საქათველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა, მოვითხოვოთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამითვის ჩვენ ვგეგმავთ მოვაწყოთ ძალიან მშვიდობიანი აქცია-პერფომანსი და ვხედავთ, რომ ჩვენზე მეტი პოლიციელი მოვიდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის ტოტალური მოსმენა და არაფერი არ შეცვლილა, შეგნებულად რამდენიმე ადამიანი მოვედით აქ და ამას არ ჰქონია მასიური ხასიათი, ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და მე ამ დილით ზარი განვახორციელე ღია ხაზზე ესეც შეგნებულად, გამოიქცნენ და ჩამოგვასწრეს. ახლა გვეუბნებიან ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ნუ შეაწუხებთო და წადითო სხვაგან. მთელი სახელმწიფო ემსახურება ერთ ადამიანს.ეს ადამიანი არის ოლიგარქი, რომელიც რუსეთის დავალებას ასრულებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

ეს ადგილი არის ის, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და აქ ყველაზე მეტ დროს ატარებს. ამ ადამიანს არაფერი არ ესმის, ესმის მხოლოდ პუტინის დავალება და იცის, რომ ის უნდა შეასრულოს, ამიტომ მოვედით იქ, სადაც ის ცხოვრობს და ვცდილობთ აქედან გავაგებინოთ, მაგრამ პოლიცელები გვეუბნებიან, რომ სხვაგან წავიდეთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ.

კომენტარები
იტვირთება...