დემურ გიორხელიძე: არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ჟურნალისტების პოლიტიკური პარტია შეიქმნება და ისინი ღიად იმოქმედებენ პარტიული ინტერესების ფარგლებში!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ჟურნალისტების პოლიტიკური პარტია შეიქმნება და ისინი ღიად იმოქმედებენ პარტიული ინტერესების ფარგლებში!
მაგრამ რასაც ისინი ეს დღეებია (და წლებია!) აკეთებენ, – ეს არც ჟურნალისტიკაა და არც პოლიტიკა, –
ამას ჩვეულებრივი ძალმომრეობა ჰქვია ადამიანთა დიდ ნაწილზე, მათი დამცირება და შეურაცხყოფა ჰქვია!

თავის დროზე, ჟურნალისტების როლი და ადგილი ზუსტად ჩამოაყალიბა დევიდ როკფელერმა, –
მოურიდებლად, ხისტად და დაუნდობლად!

იგი უაღრესად გონიერი, პრაგმატული და უდიდესი გავლენის მქონე კაცი იყო და ზედმეტს არასდროს ლაპარაკობდა!
ამიტომ არ შეიძლება ჟურნალისტის პროფესიაზე ვინმეს გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეს!
გადაჭარბებული წარმოდგენები – პროვინციალიზმის ნიშანია!

ის, რომ მთავრობა უსუსტესია და საკუთარი პოლიტიკური უჭკუობით (რაზეც 8 წელია მივუთითებ!) ჩიხში შეჰყავს საქმე, – ეს სხვა თემაა! არც ისაა მოსაწონი, რაც მოხდა, მაგრამ ჟურნალისტები არ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი მოვლენათა მიზანმიმართულ პროვოცირებას ახდენდნენ, რაც არანაკლები დანაშაულია და დაუშვებელია ჟურნალისტის პროფესიისათვის.

გუშინ დამაინტერესა და რამენიმე ”ტელევიზიაში” ამ თემაზე გადაცემა ვნახე 2-3 წუთით (მეტი დროით ამ მარაზმული გადაცემების ნახვა შეუძლებელია), –
ჟურნალისტები და მოწვეული ”ექსპერტები” უნისონში ყალბ ნოტებს იღებენ და მათი მოსმენა შეუძლებელი ხდება!
ნეო-ტოტალიტარული შეტევა საზოგადოებაზე, მის კულტურაზე, ისტორიაზე, ზნეობაზე, მორალზე,ვერ დარჩება უპასუხოდ და ამას ვერც თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ლოზუნგებით შეზღუდავ!

არ შეიძლება საზოგადოებაში ვინმეს ჰქონდეს მეტი უფლება და ვინმეს ნაკლები! ჟურნალისტი არ არის პრივილეგირებული არსება არა მარტო საქართველოში, არამედ არსად! პრივილეგირებულებს მათ ხდის პოლიტიკური ტექნოლოგია და პოლიტიკური მიზნები, სხვისი დამცირება-დაკნინების მიზნები!

ასე, რომ რაც ახლა ხდება – მორიგი პროვოკაციაა სიტუაციის კიდევ უფრო დასამძიმებლად!
განსაკუთრებით სასაცილოა ყოფილი მაღალჩინოსნები, ახლა ”პოლიტიკოსების” მანტიაში გახვეულები!
მათი სიყალბე ყარს!

კომენტარები
იტვირთება...