დემურ გიორხელიძე: არ გამოვა ბატონი მამუკა ხაზარაძისგან პოლიტიკოსი – გამორიცხულია!

არ გამოვა ბატონი მამუკასგან პოლიტიკოსი, – გამორიცხულია… რასაც აკეთებდა, უმჯობესი იყო გაეგრძელებინა”,- ამის შესახებ, ეკონომისტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან ერთად 14 თვის განმავლობაში მომიწია მუშაობა… შემიძლია ვთქვა, რომ საოცხოო ბუნების, პასუხისმგებლობის მქონე და საქმეში (რაც ევალებოდა) კვალიფიციური ადამიანია.

არ არსებობს რაიმე პარამეტრი, რომელიც ბატონ მამუკა ხაზარაძეს ოდნავ მაინც უკეთესი ჰქონდეს, ვიდრე ქალბატონ მაიას, ხოლო ბ-ნი მამუკას განცხადება არანაირ ნორმალურ შეფასებაში არ ჯდება!

აქედან მოკლე დასკვნა:

არ გამოვა ბატონი მამუკასგან პოლიტიკოსი, – გამორიცხულია… რასაც აკეთებდა, უმჯობესი იყო გაეგრძელებინა, რადგან მისი მდგომარეობა მას წონას აძლევდა… პოლიტიკა მას სრულ უწონო მდგომარეობამდე მიიყვანს…”,-წერს დემურ გიორხელიძე.

 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად