დემოკრატები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ამერიკამ “ღია ცის ხელშეკრულება” არ დატოვოს

სენატში და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მიმართეს, რომ ვაშინგტონმა “ღია ცის ხელშეკრულებიდან” (DON) გამოსვლაზე უარი განაცხადოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

”ღია ცის ხელშეკრულება აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და გასვლის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთი დარტყმა იქნება რეგიონალური სტაბილურობისთვის, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის”, – წერენ რობერტ მენენდესი და ჯეკ რიდი, სენატის საგარეო და სამხედრო კომიტეტების წარმომადგენლები.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს ელიოტ ენგელსა და პოლიტიკოს ადამ სმიტს.

მათი აზრით, აშშ-ს “ღია ცის ხელშეკრულებიდან” შესაძლო გასვლა უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ვაშინგტონის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გავლენას მოახდენს აშშ-ს რეპუტაციაზე, როგორც სანდო პარტნიორი.

”ღია ცის ხელშეკრულებიდან” გამოსვლა, მნიშვნელოვანი მრავალმხრივი იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმება, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქარი იქნება ”, – მიიჩნევენ კონგრესმენები.

8 ოქტომბერს, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა თავის ვებ-გვერდზე დაწერა, რომ თეთრი სახლი “ღია ცის ხელშეკრულებიდან” გასვლის საკითხს განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად