დემნა გვასალიამ Vetements-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა

Vetements-ის დამაარსებელმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ბრენდის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

თავად დემნა გვასალია აცხადებს, რომ თავის მისიას Vetements-ში შესრულებულად მიიჩნევს და რომ ბრენდს უკვე შეუძლია, თავისით განავითაროს მემკვიდრეობა.

დემნას ძმა გურამ გვასალია, რომელიც მოდის სახლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზეა, აცხადებს, რომ Vetements მადლობელია იმ მუშაობისთვის, რომელიც დემნამ შეასრულა. მისი თქმით, ბრენდი გააგრძელებს თავისი საზღვრების გაფართოებას დემნას წასვლის შემდეგაც.

დემნა გვასალიას თანამდებობიდან წასვლის გამომწვევი მიზეზების შესახებ არცერთ ძმას უსაუბრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...