“დელტას” დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

ინფორმაცია ამის შესახებ "აიპრესთან" თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების კუთხით არსებულ ვითარების შესწავლა თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ ინსპექციას დაავალა.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა”,-აღნიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება კახეთში დელტას სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებებს არ იყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...