“დელტა” “ოლიმპთან” 77:80 დამარცხდა

"იყო ვალიდოლური მეორე ტაიმი და მოგება ორივე გუნდს ეკუთვნოდა. "დელტა" მოუმატებს" – აცხადებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ლევან ფაცაცია.

გუნდმა ეს შეხვედრაც ერთ-ერთი ლიდერის, უკრაინელი არტიომ შვეცის (11.7 ქულა+7.3 მოხსნა) გარეშე ჩაატარა.

"ოლიმპთან" თამაშზე "დელტას" და საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია საუბრობს: "ცუდი სტარტი გამოგვივიდა. მოუმზადებელი სროლებით "ოლიმპს" მივეცით შანსი, რომ თავისი, სწრაფი კალათბურთი ეთამაშა. ამით ჩვენი მოწინააღმდეგე წინ გავიდა, მოიპოვა უპირატესობა. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და სულ ცოტა დაგვაკლდა მოგებამდე. მოსამატებელი გვაქვს. მეტი სათამაში დისციპლინაა საჭირო, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად