საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობამ გამკაცრების პარალელურად გარკვეული შეღავათები დააწესა.
- 300 ლარიანი დახმარება შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 200 ათასამდე პირი;
- კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი-თებერვალი), სავარაუდოდ 1.1 მილიონი ოჯახი;
- 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის იანვარი – ივნისი (თვეში 200 ლარი, 6 თვე);
- 65-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი). სავარაუდოდ 72 ათასი ოჯახი;
- 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვით – 100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) – სავარაუდოდ 24 ათასი ოჯახი;
- 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე (ჯამში 600 ლარი);
- სესხების გადავადება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობა დამატებით იზღუდება (შუამდგომლობა ბანკებთან); ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი:
- 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება დეკემბერი -მაისში (6 თვე);
- ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან;
- ტურიზმის სექტორის 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
- რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 1400 კომპანია;
- სესხების გადავადება კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა;
- საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სესხების მოზიდვაში.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერიდან – 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვა დაწესდა – რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში