დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 721.8 მილიონი ლარით გაიზარდა

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 721.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი იანვრისათვის 47.2 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.2 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად