დეკანოზის ადვოკატი: საპატრიარქოში გარკვეული პირებს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ხელისუფლებასთან დეკანოზის შეწყალება არ სურთ

“ციანიდის საქმეში” ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზის შეწყალების პროცესი ჭიანურდება.

“რატომ ჭიანურდება ეს პროცესი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ისევ ამყარებს სიტუაციას, რომ არის გარკვეული პირები საპატრიარქოში, რომელსაც ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვს ხელისუფლებასთან და რომელთა მიზანი არის, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდეს,” – აღნიშნა ადვოკატმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად