დეკანოზი ზაზა თევზაძე: მორწმუნე ადამიანებმა თავი შეიკავონ აღდგომის ღამეს ტაძარში მისვლისგან

დეკანოზმა ზაზა თევზაძემ “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება არ შეასრულებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, შესაძლოა მძიმე და სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

“ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ მორწმუნე ადამიანებმა თავი შეიკავონ აღდგომის ღამეს ტაძარში მისვლისგან და დაიცვან ის სავალდებულო რეკომენდაციები, რომელიც მოწოდებულია შესაბამისად ეპიდემიოლოგების მიერ, რომ არ მოხდეს ამ ეპიდემიის აფეთქება.

თუ არ გავუფრთხილდებით და არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შეიძლება იყოს ძალიან სავალალო და მძიმე,”- განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად