დეკანოზი თევდორაშვილი: მეუფე პეტრე საკმაოდ გონიერი ადამიანია, დაემორჩილება სინოდის განჩინებას

ჩემი ხედვა ასეთია, რომ ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას და ეკლესია გააგრძელებს თავის მოღვაწეობას, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეუფე პეტრე საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ის აღდგება თავის მსახურებაში გარკვეული დროის შემდეგ“,- აცხადებს დეკანოზი.

ამასთან, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სინოდის სხდომის თხოვნას გაითვალისწინებს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს სინოდის თხოვნას და მამა გიორგი მამალაძე დატოვებს საპყრობილეს“,-ამბობს დეკანოზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად