დეკანოზი თამაზ ლომიძე: წმ. ნიკოლოზი დასაჯეს გარტყმისთვის და მასზე მეტი ხართ თქვენ?

“წმ. ნიკოლოზიც კი გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, როცა თავი ვერ შეიკავა და გაარტყა ადამიანს”.

მიუნხენის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალური ქსელით ეხმიანება რეს ვანისა ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მხრიდან ტვ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის ჯერ სიტყვიერი შეურცახყოფის მიყენებას, შემდეგ კი მის მიმართ განხორცილებულ მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

“წმ. ნიკოლოზიც კი გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, როცა თავი ვერ შეიკავა და გაარტყა ადამიანს. გადმოცემის მიხედვით, ჟურნალისტის კითხვებს კი არა, ერეტიკოსის საუბარს აღუშფოთებია და კვერთხი ჩაუკრავს, რათა დაედუმებინა. ერეტიკოსი კი იყო, მაგრამ მაინც არ აპატია საეკლესიო კრებამ ადამიანზე ძალადობა და ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი. ხომ ევედრებით ხოლმე წმ. ნიკოლოზს და მეოხად და მფარველად მიგაჩნიათ? მაშინ ყველა სასულიერო პირს, ვინც ძალადობს ადამიანებზე, აგინებს, ემუქრება, ხელს ჰკრავს, ურტყავს და ა.შ., ზუსტად ანალოგიური სასჯელი ეკუთვნის ეკლესიაში – ხარისხის ჩამორთმევა და გადაყენება. წმ. ნიკოლოზი დასაჯეს გარტყმისთვის და მასზე მეტი ხართ თქვენ?” -წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...