დეკანოზი თამაზ ლომიძე ჭიღლაძეზე: ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს

დეკანოზი, სამრევლოს წინამძღვარი, ქ. მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური თამაზ ლომიძე მხარდაჭერას უცხადებს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და მოუწოდებს საპატრიარქოს, მოუსმინოს სასულიერო პირს.

“მხარდაჭერას ვუცხადებ მამა ილიას დეკანოზი ილია ჭიღლაძე . შეუძლებელია ვერ დაინახოს კაცმა, რომ მისი აქტიურობა, სტატიები თუ მიმართვები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის უანგარო სიყვარულით და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. შეუძლებელია მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა. ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინოს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბროს, არამედ რეალურად გაითვალისწინოს და შეცვალოს ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა 11 თებერვლის განჩინებაში ნათქვამია, რომ წმინდა სინოდი: დეკანოზი ილია ჭიღლაძე მედიით საქართველოს ეკლესიის იერარქებზე ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...