დეკანოზი პეტრე კოლხი: არ მინდა ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ფანატიკოსებმა ადამიანების სული ბოლომდე დაამახინჯონ…

“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ეკლესიის რაღაც ნაწილმა ძალადობით და აგრესიით გადაწყვიტა ქრისტიანობის დაცვა… არც ანალიზის გაკეთებას ვაპირებ და არც მტყუან-მართლის გამოძიებას…
არ მინდა ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ფანატიკოსებმა ადამიანების სული ბოლომდე დაამახინჯონ…”

“ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და საზოგადოების ნაწილზე განხორცილებულ ფიზიკურ ძალადობას.

საკამათოდ არ ვამბობ, გული გამეხლიჩა…
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ეკლესიის რაღაც ნაწილმა ძალადობით და აგრესიით გადაწყვიტა ქრისტიანობის დაცვა…
არც ანალიზის გაკეთებას ვაპირებ და არც მტყუან-მართლის გამოძიებას…
არ მინდა ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ფანატიკოსებმა ადამიანების სული ბოლომდე დაამახინჯონ…
ჩვენ ყველაზე რთულ პერიოდში ვიმყოფებით… ჩვენ უსახელოდ მივინავლებით, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა არასდროს შეეგუება ძალადობრივი გზით ნაქადაგებ ქრისტეს…
ახლა ძალიან მიჭირს… ჩემი მეგობარი ადგა და წავიდა… არა, ცოცხალია… უბრალოდ, ადგა და წავიდა…
ცალი ფრთა მომატყდა… ახლა ყოველი წუთი და უმნიშვნელო საუბარი მიტრიალებს ტვინში… დავცინოდი, ბოდვებს მოეშვი, სად წამსვლელი ხარ, მეთქი…
ბევრ რამეს ვერ გაუძლო… ვერც გაუძლებდა… მისი ცოდნის, განათლების, ინტელექტის და რწმენის საპირისპირო რელიგია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში…
არ მინდა ჯანსაღი ნაწილი დაიკარგოს…
ფაქიზი სულის ადამინები ვერ გაუძლებენ ძალადობას, აგრესიას, მრისხანე სახეებს…
ის არ დაიკარგება… მე კი მის გარეშე ძალიან გამიჭირდება… ალბათ ვერც გავუძლებ!.. ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!..”-წერს დეკანოზი პეტრე კოლხი.

კომენტარები
იტვირთება...