დეკანოზი მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო დავის არსებითი განხილვა გრძელდება

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. სასამრთლო სხდომაზე მხარეები დღეს ერთმანეთს შეკითხვებს დაუსვამენ, არსებითი განხილვის პროცესი კი დასკვნითი სიტყვებით დასრულდება.

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელში სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათშორისაა ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების ნორმა რომელიც მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით გაუთქმელობის ვალდებულებამ და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილმა დღეისთვის მოქმედმა სხვა ​ნორმებმა მათ დეკანოზის სრულყოფილად დაცვის საშუალება არ მისცა, რადგან მათი განცხადებით, ნორმები ბუნდოვანია და პროკურატურას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარემ მოწმეთა გამოკითხვები სრულყოფილად ვერ შეძლო და ვერ გამოიყენეს კერძო ექსპერტიზა. ასევე პროკურატურას ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების ექსკლუზიური უფლება, თუმცა გაუთქმელობის ვალდებულების გამო ვერ შეძლეს დეკანოზის რეპუტაციის დაცვა, რითიც დაირღვა მისი უფლება.

დეკანოზის ადვოკატები ასევე რამდენიმეთვეა ამზადებენ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში სადაც ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად