დეკანოზი ლომიძე: სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა

მწამს, რომ მოვა ეს დრო ჩვენს სამშობლოში”-დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა.

დეკანოზის განცხადებას „აიპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

” სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ქრისტიანობა

გუშინ პრემიერს ბრიფინგზე წამოსცდა ან განზრახ თქვა, რომ საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოაო. თუ ეს ასეა, აუცილებლად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი ბავშვებისთვის, სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან. ვიცი, რომ ბევრი გაბრაზდა ახლა (ეგღა გვაკლიაო), მაგრამ, ნუ აღშფოთდებით, სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.

ჩვენ გვჭირდება რამდენიმე ასეული, ფანატიზმისგან და წილხვდომილური ამპარტავნებისგან სრულიად თავისუფალი, ინტელექტუალური, საღი გონების, ტოლერანტული შეგნების, ქრისტეანული თეოლოგიის აკადემიურად მცოდნე მასწავლებელი, რომელთაც სკოლებში დაევალებათ მართლმადიდებელი რელიგიის სწავლება.

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მომავალმა ქრისტეანმა მოქალაქეებმა, ბავშვობიდანვე სწორად, აკადემიურად და წიგნიერად იცოდნენ თუ რა არის ქრისტეანობა და წიგნზე (სახარებაზე) დაფუძნებული მათი კაცთმოყვარე სარწმუნოება, რათა შემდგომში ყურიც არ ათხოვონ ათასი ჯურის მქადაგებელს, ფანტაზიორს და გაუნათლებელს, რომელიც დღეს ქრისტეანობის ცოდნას იბრალებს და ამახინჯებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.
მწამს, რომ მოვა ეს დრო ჩვენს სამშობლოში.

დეკანოზი თამაზ ლომიძე”-წერს დეკანოზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...