დეკანოზი ჯაღმაიძე: ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი.

ანდრია ჯაღმაიძემ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისა და ძალადობისგან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რადგან საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, არ შეცვალეს საკუთარი გეგმები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები
იტვირთება...