დეკანოზი ჯაღმაიძე: ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე შტურმი პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან

“ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში”.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღაიძე სოციალურ ქსელში Facebook წერს.

ამის გარდა, დეკანოზი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომელც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხება:

“რას მწერენ თითქოს გაგდებულ ბავშვზე: ეს ბავშვი სწავლობს მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტში, პირველკურსელია და ცხოვრობდა ეპარქიაში, მეუფეს განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო” -წერს დრკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...