დეკანოზი ილია ჭიღლაძე: არცერთ საეკლესიო სწავლებაში არ წერია, რომ ვირუსი არ გავრცელდება ეკლესიის კედლებს შორის

ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძე “დღის კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“არცერთ საეკლესიო სწავლებაში არ წერია, რომ ვირუსი არ გავრცელდება ეკლესიის კედლებს შორის. რა თქმა უნდა, გავრცელდება. ეკლესია და ქრისტიანობა ადამიანმა არ უნდა გაიგოს რაღაც მატერიალისტური თუ სამედიცინო დაზღვევის კუთხით, ასეთი მატერიალისტური მიდგომა არ შეიძლება.

ეკლესია ქადაგებს ღვთის სასუფეველს, ცოდვათაგან განწმენდას, მაგრამ ეკლესია არ არის არც ჯანდაცვის დაზღვევა, არც ფინანსური წარმატების თუ ეკონომიკური სარგებელის დაზღვევა, როგორც ზოგიერთს ჰგონია და რის გამოც ადამიანთა ნაწილი დადის ეკლესიაში.

“თუ ეკლესია არ მიმართავს პრევენციულ ზომებს, სასულიერო პირიც შეიძლება იქცეს ვირუსის გამავრცელებლად და უნებლიე მკვლელად”-

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად