“მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა  მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. " - ამის შესახებ 7 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, "ციანიდის საქმეში" მსჯავრდადებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მედიასთან განაცხადა. 

 საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში ჩემი მთავარი გეგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის (ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი.რედ.) არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც მიყვარს ის,“ - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

2022 წლის ნოემბერში, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია, თუმცა, სახელმწიფოს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

2020 წლის 17 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ე.წ. გლდანის ციხეში დღეს გაიმართა. მოსამართლემ არ გაიზიარა დეკანოძის ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადებასა  და  სასჯელის გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ადვოკატ ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, "წინა პროცესზე მოითხოვეს ნარკომანიისა და პრევენციის ცენტრს წარმოედგინა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ერთერთი დოკუმენტი, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარეს დოკუმენტი არ მიუღია. რის გამო დღევანდელი განხილვოს გადადებას მოითხოვდა. რაც მოსამართლე არ დააკმაყოფილა".

შეგახსენებთ, მიუხედადავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა  დეკანოზ მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მან დეკანოზი არ შეიწყალა.

ეკანოზი გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და  2017 წლის 5 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ციანიდის საქმის” არსებითი განხილვა 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.

გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი".

პ.ს. ფოტო არქივიდან.