დეკანოზი ანდრია: საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გაუგებარი ლოგიკით მიიღო

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარაკლისის დასრულების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ  გადაწყვეტილება გაუგებარი ლოგიკით მიიღო. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ 4 კაცის შემადგენლობით მიიღო ჩვენი მოსახლეობისთვის არაპოპულალური გადაწყვეტილება, ეს იყო სრულიად გაუგებარი ლოგიკით მიღებული გადაწყვეტილება..
ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაიცა "ბლანკები", ხელმოწერების შესაგროვებლად, 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მოხდეს ინიცირება.
ჩვენ ამ სულისკვეთებას ვუერთდებით და მომხრე ვართ, შეგროვდეს ეს ხელმოწერები. საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდეს 16 მუხლში ჩამატებით ასევე, ახალი კონსტიტუციის მე-12 მუხლში , სადაც განისაზღვრება, რომ მოსამართლეს არ მიეცემა საშუალება, ინტერპეტაცია მოახდინოს ამ მუხლის იმდაგვარად , რომ საზიანო აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მეორე მოთხოვნა, რაც იყო გაუქმდა, რაც კულტივაციას ეხებოდა. ცნობილი გახდა, რომ ამ ნაწილს აღარ განიხილავს პარლამენტი და მადლობა თქვენ ამისთვის. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსაც დიდი მადლობა, რომ გულისყურით მოეკიდნენ ხალხის ხმას",-განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად