დეკანოზი ანდრია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველია

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თბილისის საკრებულოსთან სასულიერო პირების და მრევლის საპროტესტო აქცია-მსვლელობის დასრულების შემდეგ კონკრეტული მოთხოვნები და მოწოდებები გააჟღერა. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველია.

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ბოლო დროს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გვესმის ადამიანების გულისწყრომა და მორწმუნე ერის სახელით გვინდა განვაცხადოთ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარებაც შეიყვანა. ეს თავისთავად ნაჩქარევ და საფრთხეების შემცველ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ქმნის საშიშროებას, რომ სხვა სახის ნარკოტიკებიც დააკანონოს, იგივე ლოგიკით.

მეორე საკითხი, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია, იყო მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე",-განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად