დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ის ტელევიზიები სვამენ კითხვებს, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს ეკლესიას და მკვლელებს გვეძახიან

“თუ ვინმეს პირადი სიმპატიები აქვს, ღონისძიებაზე დასწრების უფლება უნდა მიეცეთ”.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წინასაარჩევნო კამპანიაში მღვდელმთავრების ჩართულობის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ ოპოზიციამაც და სახელისუფლებო გუნდმაც ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთობლივად უნდა იმუშაონ.

“მგონია, რომ ეს არის ძალიან სპეკულაციური თემა. ისეთი ღრმა და ძველი რეფლექსია სახელმწიფოებრიობისა, როგორიც ეკლესიას აქვს, არცერთ პარტიას არ გააჩნია. ვიღაცას თუ პირადი სიმპათიები აქვს, მივცეთ ამის უფლება. დავაკვირდი და ის ტელევიზიები სვამენ ამ კითხვებს, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს ეკლესიას და მკვლელებს გვეძახიან. თუ ასეთი ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ ჩვენი იქ ყოფნა?”,– განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი 19 სექტემბერს, ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას ესწრებოდა.

ფოტო, სადაც სასულიერო პირი ჩანს, თავად მმართველმა პარტიამ გაავრცელა.

“ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად