დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ… გზები კიდევ არის

ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგეოლზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ უნდა დაველოდოთ საპატრიარქოს, მღვდელმთავრები შეიკრიბებიან ალბათ, რომლებიც იმსჯელებენ და ლოცვა-კურთხევას მოგვცემენ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. რასაკვირველია ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური იმისა, რაც სახელმწიფოში ხდება. არაფერი ისეთი არ მოხდება, რაც წინააღმდეგობაში მოვა ხელისუფლებასთან და საერთო პრობლემასთან. გზები არის კიდევ, რომელსაც ეკლესია გამოიყენებს. მთავარია, რომ განსაცდელის ჟამს ადამიანს სჭირდება ლოცვა.

სწორად ბრძანებთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიამ სხვადასხვანაირი ფორმები გამოიყენა, თუმცა შინაარსი ყველაგან ერთი იყო – მღვდელმსახურება არ უნდა შეწყდეს და ის უნდა გაგრძელდეს. ეკლესიას ექნება კომუნიკაცია მთავრობასთან და ერთიანი შეთანხმებით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად