დეკანოზ მამალაძის ავდოკატი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე: დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ახალ ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც რამიშვილმა “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, სავარაუდო მტკიცებულებებსა და პორნოგრაფიული ფილმის ლინკებზე, რაზეც მეუფე პეტრე საუბრობდა დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

“ე.წ. მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება… შესაძლებელია, დახურული იყო სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით, დახურვის ერთ-ერთი საფუძველი იყო მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. მე დეტალურად არაფერზე არ ვსაუბრობ. არის გარკვეული მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ უკეთესად იცის,” – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად