დეკანოიძე: შეზღუდვები უნდა იყოს ყველაზე, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებზე

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “მთავარ არხთან” კორონავირუსზე და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, შეზღუდვები ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, ყველაზე უნდა გავრცელდეს. მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციებზე.

“შეზღუდვებს თუ ვაწესებთ რომ ადამიანები დავიცვათ, მაშინ შეზღუდვები ისე უნდა დაწესდეს რომ პირველი გავრცელდეს ყველაზე!

თუ, მაგალითად, ვამბობთ იმას რომ არ უნდა იყოს მანქანაში ადამიანი გვერდზე, დისტანცია უნდა იყოს დაცული, ეს სწორია- სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული! ასეთი შეზღუდვა, უნდა იყოს ყველაზე, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებზე”-ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად