დეკანოიძე: სამწუხაროდ, მართლმსაჯულების იმედი ჩვენს ქვეყანაში არავის არ აქვს

ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

ხატია დეკანოიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი, ისევე როგორც ის ყველა პირი ვინც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს, პოლიტპატიმრები არიან.

“მართლმსაჯულების იმედი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ უკვე არავის არ აქვს. ვინაიდან, ირაკლი ოქრუაშვილი და ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაშია ძალიან მძიმე მუხლით, ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები.“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად