დეკანოიძე: რაც მოხდა 20 ივნისს ეს იყო “ოცნების” შვიდ წლიანი მმართველობის დაგვირგვინება

“რაც მოხდა 20 ივნისს ეს იყო “ოცნების” შვიდ წლიანი მმართველობის დაგვირგვინება”,- ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“რაც მოხდა 20 ივნისს ეს იყო “ოცნების” შვიდ წლიანი მმართველობის დაგვირგვინება, მაშინ როდესაც ეს გავრილოვთ არ დაწყებულა. მაშინ როდესაც, რეალურად ოკუპანტთან ენის მოჩლექვით საუბარი და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის გაქრობა, მათ შორის გავრილოვის შემოყვანა პარლამენტში იყო სწორედ ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც “ქართულმა ოცენებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გამოცხადა, ეს კაცი ახლა დაიწყებს რუსულ ლაპარაკს მე კონსტიტუციაში ჩვენი ევროატლანტიკური კურსი საერთოდ არ მაინტერესებს. ამას არავინ არ შეეგუება”,-განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...