დეკანოიძე: რასაც ჩასძახებს ივანიშვილი სასამართლოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ

სასამართლო და კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს, დღეს ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს.”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

“ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ადამიანი,რომელიც დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების მიერ არის პოლიტიკურად დევნილი ადამიანი, პოლიტპატიმარი. სასამართლო და კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს, დღეს ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს. რასაც ჩასძახებს ივანიშვილი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...